პლანტას მსხალი სანტა მარია გამოირჩევა ხრაშუნა ტექსტურით. არის ძალიან წვნიანი, არომატული და გემრიელი.
მსხალი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლო ხილია.
მასში უხვადაა ვიტამინი C და ანტიოქსიდანტები, რაც შემოდგომის სეზონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსხალი კარგია საჭმლის მონელებისთვის და კუჭის მოქმედების მოწესრიგებისთვის - განსაკუთრებით სასარგებლოა კანიანად მირთმევისას.
მსხალი საკმაოდ დაბალკალორიული ხილია და გარკვეულწილად ხელს უწყობს წონის მართვას - წყლისა და უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო, მისი მირთმევისას სიმაძღრის შეგრძნება სწრაფად ჩნდება, რაც ხელს უწყობს წონის კლებას.