ტატაიოიო არის მცირე ზომის, წასახემსებელი ტკბილი წიწაკა, რომელიც გაჯერებულია ეგზოტიკური, ტროპიკული არომატებით. მისი მომაჯადოებელი სურნელი და გამორჩეული, ტკბილი გემო იდეალურია როგორც სწრაფი, ჯანსაღი ხემსისთვის, ისე ნებისმიერი კერძისთვის, რომელსაც განსაკუთრებული, ტროპიკული ელფერი გსურთ მიანიჭოთ. ტატაიოიო არის ახალი, ჯანსაღი და უნიკალური გემოვნური გამოცდილება, რომელიც უკვე აღიარებულია წამყვანი მზარეულებისა და მომხმარებლების მიერ. ეს პატარა, ტროპიკული საოცრება შესანიშნავი არჩევანია ნებისმიერი კერძის გასამდიდრებლად.
წიწაკა დაბალკალორიული პროდუქტია, მისი შემადგენლობის 92%-მდე წყალია. იმავდროულად ეს ბოსტნეული ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა.
ერთი საშუალო ზომის ტკბილი წიწაკა C ვიტამინის დღიური ნორმის 169%-ს შეიცავს, რაც ტკბილ წიწაკას საკვებ პროდუქტებში C ვიტამინის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყაროდ აქცევს.
იგი ასევე შეიცავს: B6, B9, K1, E, A ვიტამინებსა და კალიუმს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს თქვენს ორგანიზმზე: აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, ხელს უწყობს ერითროციტების ფორმირებას, უზრუნველყოფს ნერვების, კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობას, და მრავალი სხვა.