ყვავილოვანი კომბოსტო აფრიკული ცხარე წიწაკით

  • 50 წუთი
  • მარტივი
  • 2

ყვავილოვანი კომბოსტო აფრიკული ცხარე წიწაკით

  • 50 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

600 გ ყვავილოვანი კომბოსტო

100 გ კეილი

40 გ ზეითუნის ზეთი

1 ცალი აფრიკული წიწაკა

მარილი

პილპილი

 

ტაჰინის სოუსი:

55 გ ტაჰინი

½ ლიმონის წვენი

30 გ ზეითუნის ზეთი

1 კბილი ნიორი

მარილი

პილპილი


 

დრესინგი

სოუსის მოსამზადებლად ჯამში ჩაასხით ტაჰინი, 50-100 მლ წყალი (წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ტაჰინის სისქეზე), ლიმონის წვენი, ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, კარგად გადათქვიფეთ ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან სოუსს, დაუმატეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით.


 

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

ყვავილოვანი კომბოსტო დაჭერით საშუალო ზომის ყვავილედებად. აფრიკული წიწაკა დაჭერით რგოლებად. ღრმა ჯამში ჩაასხით 40 გრამი ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ კომბოსტო, აფრიკული წიწაკა, მოაყარეთ მარილი, ახალდაფქული პილპილი და კარგად ამოურიეთ. გადაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან მოშორებით, რომ კარგად შეიწვას ყველა მხრიდან. გამოაცხვეთ 30 წუთი.

კეილი დაჭერით, ჩაყარეთ იმავე ზეთიან ჯამში და კარგად ამოურიეთ. გამოიღეთ ყვავილოვანი კომბოსტო ღუმელიდან, მოაყარეთ კეილი და შეაბრუნეთ 10 წუთით 210-220 გრადუსზე.

ცხარე ყვავილოვანი კომბოსტო მიირთვით ტაჰინის სოუსთან ერთად.



 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები