ბოსტნეულის სწრაფი მარინადი

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 10

ბოსტნეულის სწრაფი მარინადი

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 10

ინგრედიენტები

ძმარი - 100 გ

შაქარი - 100 გ

წყალი - 300 გ

მარილი - 30 გ

მომზადების ინსტრუქცია

ქილაში ჩააწყვეთ სასურველი ბოსტნეული და არომატიზატორები, მარინადი აადუღეთ და დაასხით ბოსტნეულს. შეინახეთ მაცივარში 10 დღე.

ყვავილოვანი კომბოსტოს მარინადი

ქილაში ჩავდოთ შუაზე გაჭრილი ერთი თავი ნიორი, მეოთხედი ლიმონი, რამდენიმე ღერი ზაფრანა, სალბის ფოთოლი, პილპილის მარცვლები, ცოტა პიტნა. ქილას კარგად ვავსებთ კომბოსტოს ყვავილედებით და დავასხამთ მარინადის სითხეს. 24 საათში მზად იქნება.

ჭარხლის მარინადი

ჭარხალს დავჭრით თხელ ნაჭრებად, ქილაში ჩავაყოლებთ ნიორს, ლიმონს, სალბის ფოთოლს, ქინძს, რამდენიმე ვარდის ფოთოლს, წითელ წიწაკასა  და ვარდისფერ პილპილს. რაც უფრო თხელია ნაჭრები, მწნილი უფრო მალე მომზადდება. 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები