ავოკადოს და ლაიმის ნამცხვარი

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 6

ავოკადოს და ლაიმის ნამცხვარი

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 6

ინგრედიენტები

ძირი

65 გ პეკანი, მოხალული

20 გ ქოქოსის ფანტელი, მოხალული

20 გ ჩია

25 გ კაკაოს ნატეხები

1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი

1 ს.კ. ქოქოსის ზეთი, გამლღვალი

2 ს.კ. ნეკერჩხლის სიროფი

2 ს.კ. წყალი

 

კრემი

2 ც მწიფე ავოკადო

4 ც ლაიმი

1 ც ლაიმის ცედრა

50 გ ქოქოსის ზეთი

2 ს.კ. ნეკერჩხლის სიროფი

1 ს.კ. გოგრის თესლის კარაქი (სურვილისამებრ)

მომზადების ინსტრუქცია

ძირისთვის პეკანი ჩანაყეთ, ჯამში დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოურიეთ. უნდა მიიღოთ ფხვიერი ცომივით მასა. ჩადეთ სილიკონის სასურველ ფორმაში (შეგიძლიათ მოამზადოთ ინდივიდუალური პორციები ან მთლიანი მრგვალი ტარტივით), კოვზით ჩააწექით და გადაასწორეთ ზედაპირი.


კრემისთვის აუცილებელია ავოკადო იყოს რბილი (დარბილების დასაჩქარებლად ოთახის ტემპერატურაზე დადეთ ბანანთან ერთად). ამოიღეთ ავოკადოდან კურკა, ერთი ლაიმის კანი გახეხეთ და გამოიყენეთ ცედრა, გამოწურეთ წვენი ლაიმებიდან და ყველა ინგრედიენტი ერთად დააბლენდერეთ ერთგვაროვან მასის მიღებამდე.
კრემი დაასხით წინასწარ გამზადებულ ძირს და მორთეთ ლაიმის ნაჭრებით.


გაყინეთ 3-4 საათი ან მთელი ღამე. ამოიღეთ ფორმიდან, მირთმევამდე გაალღვეთ 15-20 წთ და ისიამოვნეთ.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები