ჭარხლის წვენი

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 1

ჭარხლის წვენი

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 1

ინგრედიენტები

1 პატარა ჭარხალი

2 საშუალო სტაფილო

1 ლიმონი

 

დამატებით შეგიძლიათ შეურიოთ:

1 ვაშლი

1 სმ. ჯინჯერი

მომზადების ინსტრუქცია

ახალი წლის სუფრიანობის შემდეგ, ხილის და ბოსტნეულის ახლად გამოწურული წვენებით ორგანიზმის გაწმენდა ძალიან სასარგებლოა. წვენი მარტივი და სწრაფი საშუალებაა საჭირო ვიტამინების, მინერალების, ქლოროფილის და ანტიოქსიდანტების მისაღებად. ყველა ნუტრიენტი სისხლში მყისიერად შეიწოვება. ერთი ჭიქა წვენით შეგიძლიათ საუზმეც კი ჩაანაცვლოთ. 

გიზიარებთ ჭარხლის წვენის რეცეპტს, რომელიც ძლიერი გამწმენდია. ჭარხალი მიჩნეულია სუპერფუდად, რომელსაც ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და სისხლში ქოლესტერინის დონის დარეგულირებაა. ამ წვენში სტაფილოს და ლიმონსაც ვიყენებთ, რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას.

ყველა ინგრედიენტი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაწურეთ წვენსაწურში. 

არ დაიზაროთ, დაწურეთ წვენი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები