კურკუმა და თაფლი გაციების წინააღმდეგ

კურკუმა და თაფლი გაციების წინააღმდეგ

კურკუმა და თაფლი ორივე მეტად სასარგებლო პროდუქტია, მათი ერთმანეთში შერევით კი ძლიერ ანტიბაქტერიულ წამალს ვიღებთ. თუ ხშირად ცივდებით ან ვირუსის მსხვერპლი ხდებით, ეს კომბინაცია დაგეხმარებათ ავადმყოფობის საწყის სტადიაზე თავი დაიცვათ. იმუნიტეტის გაძლიერებაში ვეგეტარიანული კვებაც დაგეხმარებათ და ვირუსებისგან დაგიცავთ. თუმცა, როდესაც  საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იმყოფებით, შესაძლებელია ბაქტერიები მაინც შემოიჭრან თქვენს სხეულში და ავადმყოფობა ყელის ტკივილით დაიწყოს.

მინდა პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ.

ბავშობიდან სუსტი იმუნიტეტი მქონდა და ხშირად მაწუხებდა ყელის ტკივილი, დატუმბული ნესტოები და სიცხე. გაციების საწინააღდეგო სხვადასხვა წამალს და C ვიტამინს ვიღებდი, მაგრამ ისინი გაციებას რეალურად ვერ კურნავს და მხოლოდ ეფექტს ამცირებს. როცა ვეგეტარიანულ კვებაზე გადავედი, გაციებების სიხშირე თითქმის ორჯერ შემცირდა. თუმცა, ბაქტერიები ზოგჯერ მაინც იმარჯვებდნენ იმუნიტეტზე. უფრო ხალხური მეთოდებითაც ვცდილობდი გაციების წინააღმდეგ ბრძოლას – ჩაი ლიმნით და თაფლით, ჩაი ჟოლოს მურაბით და სხვა. სანამ ინდოელმა მეგობარმა კურკუმა და თაფლი არ მირჩია.

კურკუმა (ინგლისურად – Turmeric) არის მცენარის ფესვი, რომელიც ფართოდაა გავრცელებულია ინდოეთში. მას საკვებში იყენებენ. მაგალითად, ცნობილი ინდური სუნელი “კარი” კურკუმას გამოყენებით მზადდება. ამ მცენარით დასავლეთშიც დაინტერესდენ და მას მრავალი კლვევაც მიუძღვნეს.

კურკუმას უნიკალური გამაჯანსაღებელი თვისებები გააჩნია – არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტი, წმენდს სისხლს, აუმჯობესეს ტვინის მუშაობას, ამცირებს სიმსივნის რისკს, არის ანტიდეპრესანტი და აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

ყველამ იცის, რომ თაფლსაც უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. მაგრამ თუ თაფლს და კურკუმას ერთად გამოვიყენებთ, მაშინ ორმაგ შედეგს მოვიღებთ.

როგორ მივიღოთ? როცა შეამჩნევთ, რომ ყელი ოდნავ გჩხვლეტთ ან ქავილი და არასასიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ, აიღეთ ერთი კოვზი თაფლი და ერთი კოვზი კურკუმა, გადაურიეთ ერთმანეთში და მიირთვით. 30 წუთი არაფერი ჭამოთ, რათა ნერწყვში დარჩეს დაბაქტერიები გაანეიტრალოს. მაქსიმალური შედეგისთვის მიირთვით იმავე დღეს ძილის წინ და მეორე დღეს უზმოზე. თუ გაციების სიმპტომებს საწყის ეტაპზე აღმოაჩენთ, მაშინ ამ კომბინაციის მიღება სრულად აგარიდებთ ავადმყოფობას. ხოლო თუ დაიგვიანეთ და ბაქტერიები პირის ღრუში კარგად გავრცელდა, მაშინ რთული გახდება ამ პროცესის შეჩერება. თუმცა, პროცედურა ეფექტს მაინც შეამცირებს და გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ.

კურკუმა და თაფლი პროფილაქტიკის მიზნითაც შეგძლიათ მიირთვათ უზმოზე. ამით გაიძლიერებთ იმუნიტეტს და გაიჯანსაღებთ ორგანიზმს. ეს კომბინაცია მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, აჯანსაღებს კანს (გამოიყენება როგორც სახის ნიღაბი), კარგია ხველების დროს და სასუნთქი გზების პრობლემების არსებობისას, არეგულირებს წნევას და იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

გამოქვეყნების თარიღი: 09 იანვარი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები