პავლოვა კენკრით

  • 3 საათი
  • საშუალო
  • 6

პავლოვა კენკრით

  • 3 საათი
  • საშუალო
  • 6

ინგრედიენტები

პავლოვას მასალა: 
250 გ შაქარი
4 კვერცხის ცილა (140 გრამი საშუალოდ)
2 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი
2 ჩ.კ. თეთრი ღვინის ძმარი

ჟოლოს გულსართი:
300 გ ჟოლო
70 გ შაქარი
1 ლიმონის წვენი
2 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი
2 ს.კ. წყალი

ნაღების ჰაეროვანი კრემი:
400 მლ ნაღები (33-35%)
40 გ შაქრის პუდრი
½ ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი ან პასტა
500 გ სხვადასხვა სახეობის კენკრა მოსართავად

მომზადების ინსტრუქცია

პავლოვას მოსამზადებლად ოთახის ტემპერატურის ცილა და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით (დაიწყეთ დაბალი სიჩქარით), მიიყვანეთ ფაფუკ კონსისტენციამდე, დაიწყეთ შაქრის დამატება ეტაპობრივად, (მოუმატეთ სიჩქარეს) თქვეფის პარალელურად. როდესაც მასა მყარ პიკებს მიაღწევს, ჩაასხით სიმინდის სახამებლის და ძმრის ნაზავი, კარგად ათქვიფეთ, რომ გაიხსნას და შეწყვიტეთ თქვეფა.

გააცხელეთ ღუმელი 120 გრადუსზე, სასურველია ზედა-ქვედა წვა კონვექციით.
საცხობ ფირფიტას დააფინეთ საცხობი ქაღალდი, გადაიტანეთ ბეზეს მასა, შეგიძლიათ გამოაცხოთ 2 დიდი ან რამდენიმე მომცრო ზომის ნამცხვრები, ადვილად იღებს ფორმას კოვზით, თუმცა შეგიძლიათ დასვათ საკონდიტრო ტომრითაც, თუ უფრო აკურატული ფორმები მოგწონთ.

ვაცხობთ 1 საათი პატარების და 1 საათი და 15 წუთი დიდის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია არ გამოაღოთ ღუმელი ცხობისას. როდესაც ცხობა დასრულდება, გამორთულ, დაკეტილ ღუმელში დატოვეთ კიდევ 1 საათით.

ჟოლოს გულსართის მოსამზადებლად ჟოლო, შაქარი, ლიმონის წვენი და წყალში გახსნილი სახამებელი მოათავსეთ ქვაბში და შემოდგით ქურაზე, ადუღეთ 5-6 წუთი, გააგრილეთ გამოყენებამდე.

უშუალოდ სერვირების წინ ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრთან და ვანილთან ერთად, ვიდრე ჰაეროვან მასას არ მიიღებთ. პავლოვას მოასხით ჯერ ჟოლოს კონფი, შემდეგ ნაღების კრემი, ისევ კონფი და ბოლოს მორთეთ კენკრით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები