პომიდვრის ტარტი თხის ყველით

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 6

პომიდვრის ტარტი თხის ყველით

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 6

ინგრედიენტები

500 გ ფენოვანი ცომი (თეთრი ან ცეხვილი ფქვილის)

1 თავი ნიორი

2 ს.კ ზეითუნის ზეთი

200 გ პომიდორი ჩერი

120 გ თხის ყველი

2 ჩ.კ დიჟონის მდოგვი

2 ჩ.კ თაფლი

⅓ ჩ.კ. ორეგანო

მარილი, პილპილი გემოვნებით

1 კვერცხის გული

მომზადების ინსტრუქცია

წინა დღით ან 1 საათით ადრე გამოვაცხოთ ნიორი - გადავჭრათ ნივრის თავი, მოვასხათ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, შევფუთოთ ორმაგ ფოლგაში და შევდოთ ღუმელში 40-50 წუთი, 180 გრადუსზე.

გავაცხელოთ ღუმელი 210 გრადუსზე.

ჩერი პომიდვრები გავჭრათ ორად.

გავაბრტყელოთ ცომი ფქვილის დახმარებით, ამოვჭრათ რგოლები, რგოლის შიგნით გავაკეთოთ კიდევ ერთი რგოლი, მსუბუქი დაწოლით, რომ შევქმნათ ხრაშუნა კიდეები.

გამომცხვარი ნივრიდან გამოვდევნოთ შიგთავსი, დავუმატოთ მდოგვი, თაფლი, 1 ს.კ ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი და ორეგანო, ავურიოთ ჩანგლით.
ნივრის მასა გავანაწილოთ ცომზე, შემდეგ ყველი და დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი სურვილისამებრ. კიდეებზე გადავუსვათ კვერცხის გულის და 1 ს.კ. წყლის ნაზავი.

გამოვაცხოთ 20-30 წუთი ან ვიდრე კიდეები ოქროსფერი არ გახდება.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები