ავოკადოს სენდვიჩი კიტრის მარინადით

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 1

ავოკადოს სენდვიჩი კიტრის მარინადით

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 1

ინგრედიენტები

4 მინი კიტრი

¼ ჭიქა ვაშლის ძმარი

2-3 მწიკვი მარილი და შაქარი, შავი პილპილის მარცვალი

2 ნაჭერი მთელ მარცვლოვანი პური

½ ავოკადო

1 მოხარული კვერცხი

1 ს/კ ლაბნე ან გაწურული მაწონი

⅓ ლიმონის წვენი

1 პომიდორი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

კიტრის მარინადისთვის დაჭერით კიტრი თხელ ნაჭრებად, ჯამში ჩაასხით ძმარი, ჩაყარეთ მარილი, შაქარი, პილპილის მარცვლები და ჩაყარეთ კიტრი, გააჩერეთ რამდენიმე წუთი.

ჩანგლით დასრისეთ ავოკადო, კვერცხი, ლაბნე, დაუმატეთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი.

სენდვიჩის ასაწყობად პურებზე გადაანაწილეთ ავოკადო/კვერცხის მასა, დაადეთ თხლად დაჭრილი პომიდორი და გაანაწილეთ კიტრის მარინადი, მოაყარეთ კამა ან ქინძის ყვავილები.

გემრიელად მიირთვით! 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები