რითია გამორჩეული კიტრი

კიტრი ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საყვარელი ბოსტნეულია. პირველად კიტრი 3-4 ათასი წლის წინ ჰიმალაის მთების მიმდებარედ, ინდოეთის ტერიტორიაზე მოიყვანეს, საიდანაც საბერძნეთსა და რომში, მოგვიანებით კი – მთელი ევროპის ტერიტორიაზე გავრცელდა. მაინც რითი არის გამორჩეული კიტრი?

კიტრი დაბალკალორიული პროდუქტია – საშუალო ზომის კიტრი დაახლოებით 45 კალორიასა და 0 გრამ ცხიმს შეიცავს.

კიტრი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ერთი საშუალო ზომის კიტრის შემადგენლობაში შედის:

ბოჭკო – 2 გ

ცილა – 2 გ

ნახშირწყლები – 11 გ

C ვიტამინი – დღიური ნორმის დაახლოებით 14%

მაგნიუმი – დღიური ნორმის 10%

მანგანუმი – დღიური ნორმის 12%

კალიუმი – დღიური ნორმის 13%

K ვიტამინი – დღიური ნორმის 62%

კიტრი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. კიტრის შემადგენლობაში 95%-მდე წყალია. კიტრი შესანიშნავი საშუალებაა ორგანიზმის ჰიდრატაციისა და მავნე ტოქსინების გამოდევნისთვის. უფრო ეფექტური შედეგისთვის შეგიძლიათ ასეთი სასმელი მოიმზადოთ: დაახლოებით 8 ჭიქა წყალი ჩაასხით დიდ ჭურჭელში. წვრილ რგოლებად დაჭერით 2 ცალი კიტრი და ჩაყარეთ წყალში. დაამატეთ ½ სუფრის კოვზი ზღვის მარილი. ამ სასმელს ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია. მათ შორისაა წონის კლება, წნევის დარეგულირება, კანის მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვა.

კიტრი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. თავისუფალი რადიკალების გააქტიურება და გამრავლება ორგანიზმში არაერთი ქრონიკული დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება, მათ შორის – სიმსივნის. ანტიოქსიდანტები ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების მოქმედებას. ამგვარად, ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტების მიღება, რომელთა შორისაა კიტრი.

კიტრი სასარგებლოა კანისთვის. კიტრს ანთების საწინააღმდეგო და კანის დამაშვიდებელი ეფექტი აქვს. ის ებრძვის შეშუპებას, აღიავებს კანის ტონს და ატენიანებს მას. სწორად ამიტომ კიტრის ნაჭრებს ხშირად თვალების ქვემოთ შეშუპების მოხსნისთვის იყენებენ. ამისათვის კიტრს ჯერ მაცივარში ინახავენ, შემდეგ ჭრიან რგოლებად და დახუჭულ თვალებზე 15 წუთით იდებენ.

კიტრი შეგიძლიათ სხვადასხვაგვარად მიიღოთ. მაგალითად, როგორც წასახემსებელი, როგორც სალათის ან სმუზის ინგრედიენტი და სხვა. შემოდგომის სუსხიან ამინდში კიტრის გამოყენებით შეგიძლიათ C ვიტამინით ძალიან მდიდარი მწვანე სმუზები მოიმზადოთ. გთავაზობთ ერთ რეცეპტს:

ინგრედიენტები:

¾ ჭიქა წყალი

2 მწვანე ვაშლი

½ კიტრი

ცოტაოდენი ოხრახუში (მხოლოდ ფოთლები)

1 პატარა ნაჭერი ჯანჯაფილი

1 ლიმონი

დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ერთად და მიირთვით. ეს სმუზი ვიტამინების და მინერალების მდიდარი წყაროა. ის მომენტალურად აამოქმედებს თქვენს იმუნურ სისტემას.

გამოქვეყნების თარიღი: 02 ოქტომბერი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები