წითელი ტკბილი წიწაკა

წონა: 400 გ

წითელი ტკბილი წიწაკა

წონა: 400 გ

პროდუქტი

პლანტას წითელი ტკბილი წიწაკის შეფუთვაში ჰოლანდიური კომპანიის რაიკ ცვაანის (Rijk Zwaan) მიერ გამოყვანილი ტკბილი წიწაკის უნიკალური ჯიში დინამიკა ხვდება. 

წითელი ტკბილი წიწაკის ამ ჯიშს გამორჩეული არომატი და სასიამოვნო ტექსტურა აქვს. ტკბილი წიწაკის ეს ჯიში გამოირჩევა როგორც საუკეთესო გემოვნური თვისებებით, ისე არაჩვეულებრივი ვიზუალით და მკვეთრი, მუქი წითელი ფერით.

 

სასარგებლო თვისებები

წიწაკა დაბალკალორიული პროდუქტია, მისი შემადგენლობის 92%-მდე წყალია. იმავდროულად ეს ბოსტნეული ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა. 

ერთი საშუალო ზომის ტკბილი წიწაკა C ვიტამინის დღიური ნორმის 169%-ს შეიცავს, რაც ტკბილ წიწაკას საკვებ პროდუქტებში C ვიტამინის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყაროდ აქცევს. 

იგი ასევე შეიცავს: B6, B9, K1, E, A ვიტამინებსა და კალიუმს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს თქვენს ორგანიზმზე: აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, ხელს უწყობს ერითროციტების ფორმირებას, უზრუნველყოფს ნერვების, კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობას, და მრავალი სხვა.

მოსავლის კალენდარი

  • იანვ
  • თებ
  • მარ
  • აპრ
  • მაი
  • ივნ
  • ივლ
  • აგვ
  • სექტ
  • ოქტ
  • ნოე
  • დეკ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები