800 გ წითელი ტკბილი წიწაკა
1 ჭიქა ნიგოზი
1 ახალი ნიორი ან 2 ნივრის კბილი
½ კონა ქინძი
½ ჩ.კ. მარილი
½ - 1 მწვანე წიწაკა
⅓ ჩ.კ. ხმელი ქინძი
2-3 ს.კ. ძმარი
წიწაკები გარეცხეთ, გააშრეთ, ყველა მხრიდან წაუსვით ზეთი და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე, გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 200 გრადუსზე 20-30 წუთი.
ცხობის პროცესში რამდენჯერმე შეატრიალეთ, კანი უნდა მოიწვას.
წიწაკები გამოღებისთანავე მოათავსეთ ჯამში და გადააფარეთ პლასტიკი ჰერმეტულად. ასე გააგრილეთ.
სანამ ვაგრილებთ წიწაკებს, მოვამზადოთ ნიგვზის მასა - საკვების პროცესორში მოვათავსოთ ყველა ინგრედიენტი და დავატრიალოთ ვიდრე არ მივიღებთ პასტისებრ მასას.
გაგრილებულ წიწაკებს მარტივად გააცლით კანს, ასევე ამოაცალეთ თესლებიც და გადაიტანეთ სუფთა ჯამში. დაუმატეთ ნიგვზის პასტა და ამოურიეთ, შეუსწორეთ მარილი და პილპილი საჭიროებისამებრ. მიირთვით თბილ მჭადთან ერთად.