ნადუღის ნამცხვარი მარწყვით

  • 2 საათი
  • საშუალო
  • 8

ნადუღის ნამცხვარი მარწყვით

  • 2 საათი
  • საშუალო
  • 8

ინგრედიენტები

მასალა ტარტის ცომისთვის:

200 გ ფქვილი

60 გ შაქრის პუდრი

40 გ დაფქული ნუში

¼ ჩ.კ მარილი

120 გ კარაქი

1 კვერცხი

 

მასალა ნადუღის კრემისთვის:

3 კვერცხი

160 – 200 გ შაქარი

400 გ ნადუღი

150 გ კრემ-ყველი

130 გ არაჟანი

1 ლიმონის ცედრა

2 ს.კ სიმინდის სახამებელი

 

500 გ მარწყვი

პიტნის ფოთლები


 

მომზადების ინსტრუქცია

ვიწყებთ ცომის მომზადებით – ყველა მშრალ ინგრედიენტს ვაერთიანებთ ჯამში, ვუმატებთ ოთახის ტემპერატურის კარაქს და ვიწყებთ ცომის დამუშავებას, უნდა მივიღოთ ფქვილისებური მასა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ხელით ან ფუდ პროცესორში. ვამატებთ მსუბუქად ათქვეფილ კვერცხს, კარგად დავამუშავებთ ცომს, გადავფუთავთ და ვინახავთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით.

 

სანამ ცომი მაცივარშია მოვამზადოთ ნადუღის კრემი – კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ მიქსერით, ვიდრე არ გაორმაგდება მოცულობაში. ნადუღი, არაჟანი და კრემ-ყველი დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ნადუღის მასას დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხი, კარგად გადავურიოთ, შემდეგ ვამატებთ ცედრასა და სახამებელს. ვურევთ ვიდრე სრულად არ გაიხსნება.

 

ვაცხელებთ ღუმელს 190 გრადუსზე.

ტარტის ფორმას ვუსვამთ კარაქს და ვაყრით ფქვილს. ვაბრტყელებთ ცომს, გადავიტანთ და მოვარგებთ ყალიბს, ძირს დავუჩხვლეტთ ჩანგლით, დავასხამთ ნადუღის კრემს და ვაცხობთ 35 – 40 წუთი, ზედა-ქვედა სიმხურვალით. ბოლო 10 წუთი ჩავურთავთ ქვედა წვას, რომ ძირი კარგად გამოცხვეს.

 

გაგრილებულ ნამცხვარს ვინახავთ მაცივარში რამდენიმე საათით, მირთმევამდე ვრთავთ დაჭრილი მარწყვითა და პიტნის ფოთლებით.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები