ვაშლი – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და დაბალკალორიული ხილი

ვაშლი – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და დაბალკალორიული ხილი

ვაშლი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი კულტურაა. მისი სამშობლო ცენტრალური აზიაა. არსებობს ვარაუდი,  რომ ვაშლი პირველად ტიან-შანის მთებში, მილიონობით წლის წინ გამოჩნდა. დღესდღეობით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიში კი – რედ დელიშესია. ვაშლი არაერთი წვენისა და დესერტის რეცეპტში გამოიყენება და უმ მდგომარეობაშიც იდეალურ სასუსნავს წარმოადგენს.

ვაშლი გამორჩეულია უჯრედისის და С ვიტამინის მაღალი შემცველობით. გარდა ამისა მის შემადგენლობაში არაერთი ანტიოქსიდანტია. ის ძალიან  დაბალკალორიული ხილია და ამავდროულად, საკმაოდ ნოყიერიც. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ვაშლი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის. მეცნიერების მტკიცებით, ვაშლი ასევე ძალიან სასარგებლოა ფილტვების, ძვლების, ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. ვაშლის რეგულარული მიღება რეკომენდირებულია ასთმით დაავადებული ადამიანებისთვისაც.

ერთი საშუალო ზომის ვაშლი (დაახლოებით 180 გ) შეიცავს:

კალორია: 95

წყალი: 86%

ცილა: 0.5 გ

ნახშირწყლები: 25 გ

შაქარი: 19 გ

უჯრედისი: 4.4 გ

ცხიმი: 0.3 გ

ცილა: 0.5 გ

კალიუმი: 1.8 მგ

ვაშლის შემადგენლობაში ძირითადად წყალი და ნახშირწყლები შედის. მასში საკმაოდ დიდი  რაოდენობით არის გლუკოზა, ფრუქტოზა და საქაროზაც, თუმცა მიუხედავად ამისა საკმაოდ დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს – 34-38 (ანუ სისხლში შაქრის დონის სწრაფ მატებას არ იწვევს).

ერთი საშუალო ზომის ვაშლი დაახლოებით 4.4 გრ უჯრედისს შეიცავს რაც დღიური ნორმის დაახლოებით 18%-ია.

თუ ნებისმიერი კვების წინ ერთ ვაშლს მიირთმევთ, ეს სისავსის შეგრძნებას მოგანიჭებთ და შედეგად ნაკლებს შეჭამთ. ეს საშუალებას მოგცემთ დაახლოებით 15%-ით შეამციროთ მიღებული კალორიების რაოდენობა და ამავდროულად, ვიტამინებსაც მიიღებთ!

საინტერესო ფაქტები ვაშლის შესახებ:

ვაშლი ყველაზე მრავალფეროვანი ხილია ჯიშების რაოდენობით. არსებობს ვაშლის დაახლოებით 8 000 სახეობა.

ვაშლის სხვადასხვა ჯიშის ზომები მერყეობს პატარა ალუბლის ზომიდან – დიდი გრეიფრუტის ზომამდე.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ზომის ვაშლი დაახლოებით 2კგ-ს იწონის.

ველურ ბუნებაში ზოგიერთი ვაშლის ხე შეიძლება 12 მეტრ სიმაღლემდეც კი გაიზარდოს.

ყველაზე დიდი რაოდენობით ანტიქოსიდანტებს ვაშლის კანი შეიცავს.

ჩინურ ენაში ვაშლის დასახელება ძალიან ჰგავს „მშვიდობის“ და „შობის“ აღმნიშვნელ სტიყვებს. სწორად აქედან მომდინარეობს ჩინეთში შობის ღამეს ერთმანეთისთვის ვაშლის ჩუქების ტრადიცია.

გამოქვეყნების თარიღი: 03 თებერვალი, 2021წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები