ავოკადოსა და შოკოლადის ნამცხვარი

  • 5 საათი
  • მარტივი
  • 6

ავოკადოსა და შოკოლადის ნამცხვარი

  • 5 საათი
  • მარტივი
  • 6

ინგრედიენტები

15 გ კაკაო (უმი, უშაქრო)
40 გ ქოქოსის ფანტელი
80 გ ფინიკი
მწიკვი მარილი
50 გ ნუში
1 ს.კ. წყალი

მასალა მუსისთვის:
120 გ შოკოლადი
40 გ კაკაო
2 მწიფე ავოკადო
100 გ ნუშის რძე (ან სხვა მცენარეული რძე)
40 გ თაფლი
მწიკვი მარილი
ფსტა და ქოქოსის ფანტელი გასაფორმებლად
 

მომზადების ინსტრუქცია

დაგვჭირდება 16 სმ დიამეტრის ყალიბი.
ძირის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი დავატრიალოთ ჩოპერში. უნდა მივიღოთ წებოვანი მასა. გადავიტანოთ ყალიბში და კარგად მოვასწოროთ, შევინახოთ მაცივარში.

მუსის მოსამზადებლად დაადნეთ შოკოლადი, დანარჩენი ინგრედიენტები აურიეთ ჩოპერში ერთგვაროვანი, პრიალა მასის მიღებამდე. დაუმატეთ შოკოლადი, ურიეთ ვიდრე მასა არ გაერთიანდება. მუსი გადაიტანეთ ყალიბში და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით. 
მორთეთ დაჭრილი ფსტით და ქოქოსის ფანტელით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები